როგორ შევარჩიოთ ყავის მარცვალი?

Coffee beans in Batumi - How to choose and where to buy - Kopi Coffee Roasters

ყავა ბათუმში - გზამკვლევი საუკეთესო მარცვლის შესარჩევად

შესაფერისი Speciality ყავის მარცვლის არჩევა ყოველდღიურ ფინჯანს უნიკალურ გამოცდილებად აქცევს. იქნება ეს დილის გამოსაფხიზლებელი ყავა თუ სტუმრებისთვის მომზადება – ყოველი ჭიქა დამოკიდებულია არჩეული მარცვლის ხარისხსა და ხასიათზე.

Speciality ყავის მარცვალი იზრდება, მზადდება და თქვენამდე მოდის განსაკუთრებული ზრუნვით, და გვეხმარება აღმოვაჩინოთ რეგიონისთვის დამახასიათებელი გამორჩეული გემო და არომატი. ბაზრის მრავალფეროვნება დამწყები ენთუზიასტებისთვის შეიძლება დამაბნეველი იყოს, – ნაზავის ტიპი, მოხალვის პროფილი თუ მომზადების მეთოდი – თითქოს ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგრამ მარცვლის სწორად შერჩევა შეგვიძლია საინტერესო აქტივობად ვაქციოთ.

ამ პოსტში განვიხილავთ ყავის მარცვლებს და შევეცდებით მოგცეთ რჩევები რაც დაგეხმარებათ სამომავლოდ ამ გამოცდილების გამრავალფეროვნებაში.


მარცვლის წარმომავლობა: Single Origin თუ Blend?

Speciality ყავის სამყაროში ერთ-ერთი პირველი რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის მარცვლის წარმოშობა.

Single Origin(ადგილწარმოშობის) – არის მარცვლის ტიპი რომელიც ერთ კონკრეტულ ფერმას ან რეგიონს მიეკუთვნება და გამოხატავს იმ “ტერუარის”(ნიადაგი, კლიმატი, სიმაღლე) უნიკალურობას. ასეთ მარცვალში ხშირად გვხვდება ხილის, ყვავილების ან თხილეულის მკაფიო ნოტები.

Blend – კი სხვადასხვა რეგიონის მარცვლების ნაზავია, რომელიც შექმნილია უფრო დაბალანსებული და სტაბილური გემოსთვის. ბლენდები ხშირად გამოიყენება ისეთ ყავებში სადაც საჭიროა სიღრმე, სიმსუბუქე და სტაბილურობა.

მოხალვის პროფილები: ღია, მსუბუქი, მუქი თუ ომნი?

ყავის გემო, არომატი და სხეული დიდწილად დამოკიდებულია მოხალვის დონეებზე.

ღია მოხალვა – გამოირჩევა მჟავე, ხილისა და ყვავილის ტონებით, მოტკბო არომატებით. იდეალურია მათთვის, ვინც მრავალფეროვან და დახვეწილ გემოებს ეძებს.

გირჩევთ მარცვლებს ბურუნდიდან - რომელიც გამორჩეულია ღიად მოხალულ ყავებში, შავი ჩაის და კენკრის ნაზი არომატებით.

მსუბუქ მოხალვას – ახასიათებს ტკბილი, კარამელის, თხილის და შოკოლადის ნოტები, მაგრამ ამასთანავე მარცვალი ინარჩუნებს თავდაპირველ მჟავიანობას.

მარცვალი კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან კარგად გამოხატავს საშუალო მოხალვის სპეციფიებს. შავი შოკოლადის და ხილის არომატებით გაჯერებული ეს ყავები ნამდვილად გამრჩეულ ადგილს იკავებს ყავის ინდუსტრიაში.

მუქი მოხალვა – ინტენსიური, თამამი, შებოლილი არომატებით და შოკოლადის ნოტებით, გამოირჩევა დაბალი მჟავიანობით.

ომნი (Omni roast) – უნივერსალური ვარიანტია, რომელიც გამოდგება სხვადასხვა მომზადების მეთოდში. თუმცა, შესაძლოა სრულად ვერ გამოავლინოს მარცვლის ყველა უნიკალური თვისება.

უნივერსალური ომნის საუკეთესო მაგალითია მარცვალი ეთიოპიიდან და რუანდადან. კარამელის და შოკოლადის არომატები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და გვაძლევს გამორჩეულ გამოცდილებას.


მომზადების მეთოდები: როგორ შევახამოთ მოხალვის ტიპი და მომზადების სტილი 

ყავის საბოლოო გემო მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მეთოდით ვამზადებთ მას და რამდენად სწორად შევარჩევთ მოხალვას კონკრეტულ მომზადების სტილთან.

ფილტრის ყავა (V60, Chemex, drip coffee) – იდეალურია ღია და საშუალოდ მოხალულ მარცვლებთან. ამ მეთოდში კარგად ვლინდება ხილის, ყვავილოვანი და ციტრუსის ნოტები.

ფრენჩ პრესი და აეროპრესი – საუკეთესოა საშუალო მოხალვაზე, რადგან კარგად ავლენს სხეულს და მდიდარ ტექსტურას, ასევე გემო არის დაბალანსებული.

ესპრესო – ამ მეთოდისთვის ყველაზე ოპტიმალურია დარქ ან საშუალოდ მოხალული მარცვალი. ასევე რძიანი ყავების მომზადება ამ მოხალვის ტიპებში ყველაზე კარგად გამოიკვეთება.

Cold Brew – რბილი და სასიამოვნო გემოსთვის ხშირად იყენებენ საშუალოდ ან ღიად მოხალულ მარცვალს, რაც ამ პროცესში უნარჩუნებს ყავას ბუნებრივ სიტკბოს და ხილის არომატებს.


შესაფერისი მარცვლის პოვნა არაა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება – ეს არის მოგზაურობა გემოს სამყაროში, ესაა გზა რომელმაც შეიძლება მოგვიტანოს ახალი აღმოჩენები, მსუბუქი თუ ინტენსიური ტონები და თამამი არომატები. მთავარია ვიცოდეთ რას ვეძებთ, ჰარმონიას და სტაბილურობას თუ სიახლეებს და გამოწვევებს.

ყავის შერჩევა საბოლოოდ დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებსა და გემოვნებაზე. ექსპერიმენტი აქ მთავარი საიდუმლოა – სცადეთ განსხვავებული პროფილები, დააკვირდით არომატებს და დროთა განმავლობაში იპოვით თქვენს იდეალურ მარცვალს.

ჩვენს კოლექციაში იპოვით მრავალფეროვანი ყავის არჩევანს, სხვადასხვა წარმოშობით და მოხალვის მეთოდით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ თქვენთვის შესაფერისი მარცვლის პოვნაში, იქნება ეს ეთიოპია – სავსე კენკროვანი ნოტებით, რუანდა – ხილის არომატებით, თუ ყავა პაპუა ახალი გვინეადან, – საშუალოდ მოხალული გამორჩეული კარამელის არომატებით.

ეწვიეთ ჩვენს კაფეს ან ვებ-გვერდს და აღმოაჩინეთ თქვენთვის შესაფერისი ყავა, რომელიც საგულდაგულოდაა შერჩეული და მორგებული თქვენს სურვილებზე.

Date